სპორტული გაზეთის რედაქტორს პრესკონფერენციაზე დაუმისთვის ანკესის ჩუქება უნდოდა [video]

AutoSharing Option
რუმინეთის ნაკრების გერმანელ მწვრთნელ კრისტოფ დაუმს გაზეთი "სპორტურილორი" გადაეკიდა და სულ აკრიტიკებდა. დაუმმა კი ერთხელ თქვა, მაგათმა თევზის დაჭერა არ იციანო, რაც ვლახურად შეურაცხმყოფელი გამოთქმა ყოფილა.

ორშაბათს აღნიშნული გამოცემის რედაქტორი პრესკონფერენციაზე კრისტოფს ანკესით მიადგა და უნდოდა ეჩუქებინა, მაგრამ დაუმმა უთხრა, შენი ადგილი აქ კი არა, კომედი-კლუბშიაო.

დაუმმა რუმინეთის ნაკრები შარშან ჩაიბარა და მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული