იოვეტიჩის ტრანსფერი დადასტურდა, რიგში მბაპეა

AutoSharing Option
საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა "მონაკომ" სტევან იოვეტიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, მონტენეგროელი შემტევის ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაჯდა.

იოვეტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად გავრცელებულ ფოტო ან ვიდეომასალაში არ ჩანს, თუ რა ნომრით ითამაშებს ის "მონაკოში", თუმცა გუშინ გავრცელდა რამდენიმე ფოტო, სადაც იოვეტიჩი "მონაკოს" 10-ნომრიან მაისურშია გამოწყობილი. 10 ნომრით აქამდე კილიან მბაპე თამაშობდა, რომლის "პარი სენ-ჟერმენში" 150 მილიონ ევროდ გადასვლას ოფიციალურად დადასტურებაღა აკლია.

- ადრიენ რაბიო: კილიან მბაპე პსჟ-ის ფეხბურთელი დღეს გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული