პატრიკ კლუივერტმა შვილი "ბარსელონას" აკადემიაში შეიყვანა

AutoSharing Option
ცნობილი ჰოლანდიელი თავდამსხმელის პატრიკ კლუივერტის უფროსი შვილი ჯასტინი ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველია და ნიდერლანდების 19-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს, უმცროსი შვილი, 9 წლის შეიკი კი თავისი ყოფილი გუნდის, "ბარსელონას" აკადემიაში შეიყვანა.

შეიკმა ივლისში ამერიკულ ფირმა "ნაიკთან" გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი და ჰოლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა, რომელმაც სპორტული ატრიბუტიკის მწარმოებელ ფირმასთან გააფორმა ხელშეკრულება.

თავად პატრიკი კი ზაფხულამდის პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახლდათ, ახლა კი ესპანეთის ტელევიზიაში საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული