ლებრონ ჯეიმსმა "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გაყიდვა სთხოვა

AutoSharing Option
"კლივლენდის" კალათბურთელთა გუნდის 32 წლის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი 2011 წლიდან საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" აქციონერია და კლუბის ხელმძღვანელობას ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გაყიდვაზე მოლაპარაკების დაწყება სთხოვა.

თან, ინსტაგრამზე "ბარსას" ფორმაში გადაღებული თავისი სურათი ატვირთა. ეს მაისურა ამ ზაფხულში ასულგრანას ყოფილმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ლოს ანჟელესში აჩუქა.

ჯეიმსი ფეხბურთის მაგარი ფანია, მაიამიში ჩატარებულ მადრიდის "რეალისა" და ასულგრანას მატჩზე VIP-ლოჟის ბილეთში 60 ათასი დოლარი გადაიხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული