FIFA-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა

AutoSharing Option
FIFA-მ იმ 12 მწვრთნელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2017 წლის საუკეთესო სპეციალისტის წოდებისთვის იბრძოლებენ.

საუკეთესოთა შორის მოხვდნენ: მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი"), კარლო ანჩელოტი ("ბაიერნი"), ანტონიო კონტე ("ჩელსი"), ლუის ენრიკე ("ბარსელონა"), პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი"), ლეონარდუ ჟარდიმი ("მონაკო"), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი"), დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო"), ტიტე (ბრაზილიის ნაკრები), ზინედინ ზიდანი ("რეალი").

საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი, 3 მწვრთნელი იტალიელია. 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ ესპანეთს, არგენტინასა და პორტუგალიას.

12 მწვრთნელიდან 10 საკლუბო ფეხბურთში მოღვაწეობს და მხოლოდ 2 სანაკრებოში.

2017
წლის საუკეთესო მწვრთნელს გულშემატკივრები გამოავლენენ. FIFA-ს ვებგვერდზე გამოკითხვა 21 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული