"რატომ არ იძახებთ ნაკრებში იაპონელებს?!" - მაკრონის მეუღლემ დიდიე დეშამი შოკში ჩააგდო

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონთან ერთად ქალაქ რეიმსის ერთ-ერთ საავადმყოფოს ეწვია, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საინტერესო და სახალისო დიალოგი შედგა.

ლიგა 1-ში "რეიმსი" წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს, მე-6 ადგილზეა და ადგილობრივმა ჟურნალისტმაც დეშამს სთხოვა, რომ ამ გუნდის თამაში შეეფასებინა.

"საფრანგეთის ნაკრებში "რეიმსიდან" არცერთი ფეხბურთელი არ მყავს, მაგრამ ამ კლუბის, ისევე, როგორც სხვა ფრანგული და ევროპული გუნდების მატჩებს თვალს მუდმივად ვადევნებ.

ვფიქრობ, "რეიმსი" ძალიან კარგად ასპარეზობს და ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებს", - თქვა დეშამმა. 

საუბარში
მოულოდნელად მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი ჩაერია, რომელმაც დეშამს ჰკითხა, რატომ არ იძახებს "რეიმსის" იაპონელ თავდამსხმელ იუნია იტოს ნაკრებში.

"არის იაპონელი ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს "რეიმსში"! რა გვარია?! - დიახ, იტო, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. უნდა გამოვიძახოთ დიდიეს გუნდში! რატომ არ წაიყვანთ ნაკრებში?", - ჰკითხა საფრანგეთის პირველმა ლედიმ.

"იმიტომ, რომ იაპონელია", - მიუგო დეშამმა მოკლედ ღიმილით.

"რატომ არ ეძახით იაპონელებს?", - მაკრონის მეუღლის ამ კითხვამ კი დეშამი შოკში ჩააგდო. 

იუნია იტო "რეიმსის" 30 წლის ფორვარდია, რომელმაც მიმდინარე ლიგა 1-ში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ