პსჟ-ს "მილანის" კიდევ ერთი მეკარე სურს - დონარუმა, შესაძლოა, "როსონერის" დაუბრუნდეს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ალესანდრო სკიავონეს ინფორმაციით, პსჟ-ს "მილანის" მეკარის, მაიკ მენიოს დამატება სურს. ფრანგის ხილვა პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ძალიან უნდა, განსაკუთრებით კი, მასში ფეხით კარგი თამაში მოსწონს.

"პარკ დე ფრენსის" ბინადრები მზად არიან, "როსონერიში" ჯანლუიჯი დონარუმა დააბრუნონ და "ლომბარდიელებს" გარკვეული თანხაც გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს დონარუმა პსჟ-ში სწორედ "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.