პსჟ გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს - მბაპე გოლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეოორე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "ტულუზას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

დედაქალაქელებს კილიან მბაპე დაუბრუნდათ, ლუის ენრიკემ ფრანგი შემტევი მოედანზე 51-ე წუთზე შემოუშვა, კილიანმა 62-ე წუთზე პენალტი გაიტანა.

87-ე წუთზე სხვაობა ზაკარია აბუხლალმა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" მომდევნო მატჩს 26 აგვისტოს "ლანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ტულუზა" 27 აგვისტოს "სტრასბურგს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგენატრებათ, ლეოს საფირმო ასისტები, განსაკუთრებით კილიანს!
ვახო
15:10 20-08-2023
0

სიახლეები პოპულარული