პსჟ-ის მწვრთნელი გალტიე დააკავეს

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, დღეს დილით პსჟ-ის მწვრთნელი კრისტოფ გალტიე და მისი შვილი ჯონ ვალოვიჩ-გალტიე "ნიცაში" მუშაობისას შესაძლო რასიზმის გამო დააკავეს.

მათ ჩვენება რასობრივი ან რელიგიური სახის დისკრიმინაციის გამო მისცეს.

გალტიემ 2021-22 წლებში "ნიცაში" მუშაობისას კლუბის სპორტულ დირექტორ ჟიულიენ ფურნიეს თითქოს მისწერა, რომ გუნდში არ შეიძლება ამდენი შავკანიანი და მუსლიმი იყოს.

ამის შემდეგ გალტიეს მოკვლით ემუქრებოდნენ და დაცვა აიყვანა. იტყობინებოდნენ, რომ თუ ბრალდება დამტკიცდებოდა, მისთვის შეიძლებოდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პსჟ გალტიესთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს და საკომპენსაციო თანხის გადახდაზე მიმდინარეობს
მოლაპარაკება.