L'Equipe: პსჟ-მა მბაპეს დაუყოვნებლივ გაყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ორშაბათს, შუადღით, პსჟ-ის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ამგვარად, მბაპე ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და პარიზული კლუბი შეშფოთდა.
კილიანმა "პარი სენ ჟერმენთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გააფორმა, რომლის გასაგრძელებლად ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის სასწრაფოდ გაყიდვას შეეცდებიან.

მბაპეს შეძენა "რეალს" სურს, თუმცა მისმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფრანგი აუცილებლად გადავა მათ გუნდში, მაგრამ მხოლოდ მომავალ წელს.
Cadena SER-ის ჟურნალისტი მანუ კარენო ირწმუნება, რომ პსჟ მბაპეს "რეალს" არავითარ შემთხვევაში არ მიჰყიდის.

ბრიტანული "ტელეგრაფის" მტკიცებით, პარიზულმა კლუბმა 24 წლის ფორვარდი უკვე ტრანსფერზე დააყენა.

ასევე დაგაინტერესებთ