ანრიმ თქვა, რატომაა მესი არგენტინის ნაკრებში უფრო კარგი ფეხბურთელი, ვიდრე პსჟ-ში

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ თამაშობს ლეო მესი პსჟ-ზე კარგად არგენტინის ნაკრებში:

"იოლი არ არის ორკესტრს უხელმძღვანელო, რომელსაც სამი დირიჟორი ჰყავს (მესი, მბაპე, ნეიმარი).

ის ამას არგენტინაში აკეთებს. გინახავთ, როგორ უყურებენ მოედანზე მესის თანაგუნდელები? - მზად არიან, მისთვის მოკვდნენ!

როგორც კი მესი "ალბისელესტეში" თავის თამაშს იპოვის, მისი შეკავება შეუძლებელი ხდება, პსჟ-ში კი სხვაგვარადაა", - აქვეყნებს ანრის სიტყვებს Marca.
ასევე დაგაინტერესებთ