ევროპას მესიც ტოვებს? - ლეო პსჟ-სთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს

AutoSharing Option
15 თებერვალს ლიონელ მესის წარმომადგენლებმა პსჟ-ის ბოსებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც იცით, არგენტინელს პარიზელებთან შრომითი ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება და მის 1 წლით გახანგრძლივებაზე მიდის საუბარი.

მედიაში გაჩნდა მოსაზარება უკვე იმის შესახებაც, რომ მესის Mls-ში, კერძოდ კი, ბექჰემის მაიამის "ინტერში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი და ამ მოლაპარაკებებით უბრალოდ დროს იგებენ.

მოკლედ, არსებობს სერიოზული შანსი იმისა, რომ რონალდოს შემდეგ ევროპის კონტინენტი ლეომაც დატოვოს.