გალტიეს პოზიციები შეირყა - პსჟ-ში ზიდანის დანიშვნაზე ოცნებობენ

AutoSharing Option
Le Parisien-ის ცნობით, ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს პოზიციები შეირყა. 

კლუბის ხელმძღვანელები 56 წლის სპეციალისტის მუშაობითა და გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილონი არიან. 

გალტიეს მუშაობა პარიზელთა ბოსების მხრიდან ლიგა 1-ის მომდევნო 2 ტურის შემდეგ კიდევ შეფასდება.

ამავდროულად, პსჟ-ის მფლობელი იმედს არ კარგავს, რომ მთავარ მწვრთნელობაზე ზინედინ ზიდანს დაიყოლიებს.