ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მესი პსჟ-ს

AutoSharing Option
Tyc Sports-ის ინფორმაციით, მესი პსჟ-ის საწვრთნელ ბაზას 3 იანვარს დაუბრუნდება. ლეო 28 დეკემბერს "სტრასბურგთან" და 1-ელ იანვარს "ლანსთან" მატჩებს გამოტოვებს.

სავარაუდოდ, ის 6 იანვარს თასზე "შატორუს" წინააღმდეგაც არ ითამაშებს და კრისტოფ გალტიეს განკარგულებაში მხოლოდ 11 იანვარს "ანჟერთან" დაპირისპირებაში იქნება.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები: