კიდევ ერთი მბაპე - პსჟ-ში ძირითად გუნდში ვარჯიში უკვე კილიანის ძმამაც დაიწყო

AutoSharing Option
კილიან მბაპეს უმცროსმა ძმამ ეთანმა 15 წლის ასაკში პსჟ-ის ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

ის პარიზული გუნდის აკადემიაში ასპარეზობს და საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრებშიც ირიცხება.

მიმდინარე სეზონში ეთან მბაპემ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 შეხვედრაში 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.