მესი და რონალდო ერთად პარიზში, თუ მბაპე წავა, ამ სუპერფორვარდს იყიდიან - რა გეგმები აქვს პსჟ-ს მძიმე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" მძიმე მარცხის შემდეგ პსჟ დანებებას არ აპირებს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.

უკვე იწერება იმის შესახებ, გუნდის ფორვარდის, კილიან მბაპეს ტრანსფერი "ბლანკოსში" პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ამის შესახებ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომ თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და ლეონარდომ ფრანგი ფორვარდი დარჩენაზე ვერ დაიყოლია, პარიზელები მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას შეეცდებიან.

ამას გარდა, აქტიურად მიდის საუბარი "პარკ დე პრენსზე" კრიშტიანო რონალდოს გადაბარგებაზეც. ინგლისური პრესის ინფორმაციით, თუ
"იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდს" აუცილებლად დატოვებს.

უკვე ვრცელდება ცნობა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კრიშტიანოს შემცვლელის ძებნაც კი დაიწყო და ასეთად "ევერტონის" ბრაზილიელი შემტევი რიშარლისონი ჰყავთ შეგულებული.

მოკლედ, პარიზში მორიგი ცხელი ზაფხული იქნება და როგორც ჩანს, მორიგ ხმაურიან გარიგებებსაც ვიხილავთ.
ასევე დაგაინტერესებთ