პსჟ-მ "მონაკო" გააბითურა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ-მ პარიზში 7:1 გაანადგურა მეორე ადგილზე მყოფი "მონაკო" და მეშვიდედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

გოლები ლო ჩელსომ (2), კავანიმ, დი მარიამ (2), ფალკაომ (ავტოგოლი) და დრაქსლერმა გაიტანეს.

"პარი სენ ჟერმენმა" ევროპის ტოპ-5 ლიგაში პირველმა გადალახა 100-გოლიანი ბარიერი (103 გოლი გაიტანა).

პარიზელთა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კარიერაში მეცხრე ტურნირი მოიგო: "სევილიასთან" ერთად სამჯერ ევროპა ლიგა, პსჟ-სთან ერთად კი საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი (2) და საფრანგეთის სუპერთასი (2).

კავანიმ ლიგა 1-ზე 113 გოლი გაიტანა და ყოფილ თანაგუნდელთან
ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან პსჟ-ს შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 165 გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული