ჟან-პოლ ბელმონდო: პსჟ-ს ფეხბურთელების ხელფასები ამორალურია

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო პსჟ-ს სტაჟიანი გულშემატკივარია და თვლის, რომ ამ გუნდის ფეხბურთელები ძალიან დიდ გასამრჯელოებს იღებენ.

"ამ ვარსკვლავებს ძალიან დიდი ანაზღაურება აქვთ. ბევრი ფული აქვთ. ეს ამორალურია და სპორტის არსს კლავს. წარსულში ფეხბურთი განცდა იყო, ჟინი, ნამდვილი ფასეულობა. ყველაფერს ვერ ვუყურებდით ტელევიზორში, ახალი ამბებიდან ვიგებდით ცნობებს", - განუცხადა ბელმონდომ "ფიგაროს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული