2017 წელს მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილისა და ფილიპე კოუტინიოს გაცვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ფილიპე კოუტინიოს მადრიდის "რეალში" გადასვლა შეეძლო.

"ლივერპული" "სამეფო კლუბს" ბრაზილიელისა და გარეთ ბეილის გაცვლას სთავაზობდა, თუმცა ესპანელებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს.

ამის მიზეზი კი ზინედინ ზიდანია, რომელსაც კილიან მბაპეს დამატება უნდოდა და ფრანგს სამხრეთამერიკელს არჩევდა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მბაპე პსჟ-ში აღმოჩნდა, კოუტინიო "ბარსელონაში" გადავიდა, გარეთ ბეილი კი დღემდე მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული