შანტაჟის ამბავი - ვალბუენა ბენზემას შერიგების ხელს უწვდის, ის კი...

AutoSharing Option
"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ მადრიდის "რეალის" ფორვარდ ქარიმ ბენზემასთან შერიგების შესახებ გამოაცხადა.

"მე მას ხელს ჩამოვართმევდი. პრობლემა არ არის", - თქვა ვალბუენამ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან საუბარში.

თუმცა თავად ბენზემა არ თვლის, რომ მათი კონფლიქტი ამოწურულია.

Keep your hand! - დაწერა ბენზემამ "ინსტაგრამზე", რაც დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ "ხელი არ გამომიწოდო".

2015 წელს ვალბუენამ ბენზემა შანტაჟში დაადანაშაულა. მატიეს ვერსიით, ქარიმს მისი მონაწილეობით ინტიმური ვიდეო ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც ვალბუენას აიძულებდნენ, დიდი თანხა გადაეხადა. თუმცა საფრანგეთის სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო.
ამის მიუხედავად, ბენზემას საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ეროვნულ გუნდში მიწვევა დღემდე არ მიუღია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული