პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარს მოინახულებს და შეეცდება გუნდის გამოცვლა გადააფიქრებინოს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე თავდამსხმელ ნეიმარს შეხვდა და განაცხადა, რომ ბრაზილიელის გუნდში დარჩენაში დარწმუნებული არაა.

ფრანგული ტელეარხის Telefoot-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით და ანტეროსთან ერთად ბრაზილიაში გამგზავრებას აპირებს, რათა ნაოპერაციევი ფეხბურთელი მოინახულოს და დაელაპარაკოს.

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელები ნეის დარჩენას სთხოვენ და ტრანსფერების მისი სურვილით განხორციელებას დაპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული