პსჟ სერბ ნახევარმცველში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს

AutoSharing Option
პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთ ხმაურიან გარიგებას გეგმავს. ფრანგული კლუბი რომის "ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკევიჩ-სავიჩის შეძენითაა დაინტერესებული და ამ ტრანსფერისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფასაც აპირებს.

22 წლის სერბის დამატება ასევე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონასაც" სურთ. მილინკევიჩ-სავიჩი "არწივებს" 2015 წელს ბელგიური "გენტის" რიგებიდან შეუერთდა.