ლიგა 1. XXIV ტური: თრილერი ლუი მეორეზე [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც პსჟ-ის ახლად წარმოჩინებულმა ვარსკვლავმა ჯოვანი ლო სელსომ თქვა, "რეალთან" მომავალი მატჩი ყოველი პსჟ-ელის ტვინის რაღაც ნაწილშია მუდამ, თუმცა ისინი ცდილობენ, ჯერ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაზე არ იფიქრონ.

რაღა დარჩენიათ? მორიგი რეკორდების დამყარება ლიგა 1-ში და სულ უფრო ლამაზი გოლების გატანა. ერთიც გამოსდით და მეორეც...

უკვე ძალიან ძნელი იქნება საფრანგეთის ნაკრების თავკაცისთვის ფლორიან ტოვენის "არშემჩნევა" - მარსელის "ოლიმპიკის" შემტევი ნახევარმცველი დიდებულ ფორმაშია. "მეცს" ცხრაგოლიან მხიარულ მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეუსრულა და კიდევ ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ორი გოლიც და ის შარშანდელი სეზონის
"ნორმას" შეასრულებს (15 გოლი).

ფლორიან ტოვენი (მარსელი): "ჰეთ-თრიკი ძალიან მახარებს, მაგრამ ამ მატჩში მეტიც შემეძლო. ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამი გოლის გაშვება უსიამოვნო გრძნობას ტოვებს მაინც. სხვათა შორის, მწვრთნელი მატჩის მერე ძალიან გაბრაზებული იყო".

რუდი გარსია ("მარსელის" მწვრთნელი): "როცა ექვსი გოლი გაგაქვს, კმაყოფილი უნდა იყო, თუმცა ბოლოსკენ მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც. კი ბატონო, მოვიგოთ ყველა თამაში და მზად ვარ, ყოველ მათგანში 3-3 გოლი გავუშვათ".

იური ბერჩიჩეს საკამათო გოლით, ნეიმარის დიდებული საჯარიმოთი და ჯოვანი ლო სელსოს სუპერგოლით პსჟ-მა სტუმრად იოლად დაამარცხა "ლილი".

უნდა აღვნიშნოთ ლასანა დიარა, რომელიც ლიგა 1-ში პირველად თამაშობდა პსჟ-ის მაისურით. ექსრეალელმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.


უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "მოხარულები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეორე ტაიმიდან დავიწყეთ იმ მცირე სივრცეების გამოყენება, რომელიც მეტოქეს დაუცველი რჩებოდა. უახლოეს მეტოქეს 11 ქულით ვუსწრებთ და ბედნიერები ვართ".

ნეიმარი (პსჟ): "ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აქ გამარჯვება მოგვეპოვებინა, რომ მდევრებთან სხვაობა არ შემცირებულიყო. თამაშიც მომეწონა და მიხარია, რომ გოლიც გავიტანე. ჩემი გოლი თუ ჯოვანისი? ორივე კარგი იყო, მაგრამ მე მგონი, ლო სელსომ უფრო ლამაზი გოლი გაიტანა".
სრულყოფილი ტური ვერ გამოდგა, რადგან "ტრუას" სტადიონის დატბორვის გამო "დიჟონთან" დაპირისპირება გადაიდო".

"მონაკომ" ათი კაცით შეძლო "ლიონთან" თამაშის შემოტრიალება და 3:2 მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე რონი ლოპეშმა გაიტანა.


ფაქტები
  • ფლორიან ტოვენი (მარსელი) ნეიმარის მერე მეორე ფეხბურთელია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, ვინც ამ სეზონში გოლებშიც და საგოლე პასებშიც ორნიშნა ციფრებს მიაღწია - 13 გოლი, 10 პასი.
  • ვალერი ჟერმენმა "მარსელის" ბოლო 8 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (აქედან 6 გაიტანა).
  • ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ნეიმარმა (პსჟ) მიიღო - 29 (18 გოლი, 11 საგოლე პასი).
  • ლასანა დიარამ პსჟ-ში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. ლიგა 1-ში "მარსელში" ნათამაშებ 37 მატჩში მას სულ 1 საგოლე პასი აქვს.
  • ნეიმარს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ სეზონში - 29 (18 გოლი, 11 საგოლე პასი).
  • "მარსელში" გატარებული ორი სეზონის განმავლობაში (37 თამაში) ლასანა დიარას (პსჟ) სულ 1 საგოლე პასი ჰქონდა, ახლა კი ეს 23 წუთში მოახერხა.
  • პსჟ ლიგა 1-ის ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა თამაში მოიგო, რომელშიც დაწინაურება შეძლო.
  • "ბორდომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ლიგა 1-ში.
  • "სენტ ეტიენმა" სექტემბრის მერე პირველად მოიგო საგარეო მატჩი ლიგა 1-ში.
  • "კაენმა" ნოემბრის მერე პირველად მოიგო საშინაო მატჩი ლიგა 1-ში.
  • "მონაკომ" ზედიზედ მეორედ "ამოქაჩა" 0:2. პირველად - დეკემბერში "ტრუასთან", ახლა - "ლიონთან".

ლიგა 1. XXIV ტური
მარსელი-მეცი 6:3
გოლები: 1:0 სანსონი (6), 2:0 ტოვენი (9), 3:0 ტოვენი (44), 4:0 ჟერმენი (49), 5:0 ტოვენი (56), 5:1 მოლე (73), 6:1 მიტროღლუ (75), 6:2 მოლე (84), 6:3 ნიანე (90)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი (61. ბედიმო), რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (79. მ. ლოპესი), სანსონი (69. მიტროღლუ), პაიე - ჟერმენი

ლილი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ი. ბერჩიჩე (45+1), 0:2 ნეიმარი (77), 0:3 ლო სელსო (87)
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტ. სილვა, ი. ბერჩიჩე - ლო სელსო - ვერატი (85. ნკუნკუ), პასტორე (64. ლ. დიარა) - დი მარია (72. მონიე), კავანი, ნეიმარი

ამიენი-სენტ ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 დებიუში (62), 0:2 კაბელია (85)

მონპელიე-ანჟერი 2:1
გოლები: 0:1 ეკამბი (20-პენ), 1:1 ლანი (42), 2:1 მბენზა (71)

ნიცა-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 გრადელი (67)

სტრასბური-ბორდო 0:2
გოლები: 0:1 სანქარე (3), 0:2 ლაბორდი (53)

რენი-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 ნ"გბაკოტო (92)

კაენი-ნანტი 3:2
გოლები: 0:1 ბამუ (31), 1:1 სანტინი (35-პენ), 2:1 და სილვა (52), 2:2 ბამუ (57), 3:2 და სილვა (80)

მონაკო-ლიონი 3:2
გოლები: 0:1 მ. დიასი (12), 0:2 ბ. ტრაორე (28), 1:2 ბ. კეიტა (31), 2:2 ფალკაო (36), 3:2 რონი
ლოპეში (88)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი (15. სი) - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ტილემანსი, ფაბინიო - ბ. კეიტა, ჟოაო მოუტინიო, რონი ლოპეში - ფალკაო (55. იოვეტიჩი)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, აუარი - ბ. ტრაორე (75. კორნე), ფეკირი, დეპაი (86. მაოლიდა) - მ. დიასი
გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (36)
გაძევება: ბ. კეიტა (44)

ტრუა-დიჟონი 20 თებერვალს გაიმართება

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 18 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი);13 - მარიო ბალოტელი (ნიცა), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
9 თებერვალი: სენტ ეტიენი-მარსელი
10 თებერვალი: ტულუზი-პსჟ, ანჟერი-მონაკო, ბორდო-ამიენი, დიჟონი-ნიცა, გენგამი-კაენი, მეცი-მონპელიე
11 თებერვალი: სტრასბური-ტრუა, ნანტი-ლილი, ლიონი-რენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული