ლიგა 1. XXIII ტური: ურუგვაელთა ტური, კავანის რეკორდი და პოიეტის სენსაციური დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
საჩემპიონო ინტრიგა ერთი ტურით გაცოცხლდა და ისევ მოკვდა - საქმე ისაა, რომ "ლიონი" პსჟ-ის მდევრად ვერ გამოდგა - მართალია, წინა ტურში სენსაციურად დაამარცხა უნაი ემერის გუნდი და 8 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ახლა სენსაციურადვე წააგო "ბორდოსთან" და სხვაობა ისევ 11 ქულა გახდა.

"ბორდოში" დებიუტი ჰქონდა გუსტავო პოიეტს და ურუგვაელმა სპეციალისტმაც ხმამაღალი სენსაციით დაიწყო. ერთი ეგაა, მალკომის პენალტი ენითაუწერელი სიმულანტობის შემდეგ გავიდა. მალკომს ჰოლივუდში მომავალი აშკარად ექნებოდა...

პსჟ კი მბაპეს გარეშეც მაგარია - "მონპელიეს" დაცვამ სეზონის მთავარ გამოცდას ვერ გაუძლო და
ერთბაშად 4 გოლი გაუშვა. აქედან ორი ნეიმარის იყო, თუმცა მთავარი ედინსონ კავანის გოლია.

ურუგვაელმა ზლატანის რეკორდი დაამხო და პსჟ-ის ლეგენდა გახდა - 157 გოლით.

ედინსონ კავანი (პსჟ): "ეს რაღაც საოცრებაა, ახლაც კი ემოციებში ვარ. რეკორდი დავამყარე და პსჟ-ის ფანებისგან უდიდესი სიყვარული და სითბო ვიგრძენი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ".


"ველოდრომზე" ტურის ცენტრალური შეხვედრა შოუთი დაიწყო - ბურთი მოედნის ცენტრში პარაშუტისტმა "ციდან" მოიტანა. მატჩი კი ისე დასრულდა, რომ ლიონში შვებით ამოისუნთქეს, რადგან "ველოდრომზე" ორივე გუნდმა დაკარგა ქულები - 2:2.


მე-13 გოლი გაიტანა მარიო ბალოტელიმ, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან "მეცის" იაპონელ მეკარე კავაშიმას პენალტის ნიშნულიდან ვერ აჯობა - იტალიელმა დამატებაზე იყოჩაღა, თუმცა მისმა "ნიცამ" აუტსაიდერთან ორი ქულა დაკარგა.

ფაქტები
  • "დიჟონმა" მშობლიურ "სტად გასტონ-ჟერარზე" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.
  • ფლორან ბალმონმა (დიჟონი) გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში კარიერაში პირველად მიითვალა. არადა, იგი 1 კვირაში 38 წლის ხდება.
  • ედინსონ კავანი "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა ყველა შეჯიბრებაში - მან 157 გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაუსწრო.
  • ნეიმარმა ბოლო 7 პენალტიდან 7 გაიტანა.
  • ამ სეზონში პსჟ-მა 72 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგაში. "მანჩესტერ სიტიმ" 70 გოლი გაიტანა.
  • ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა ნეიმარმა მიიღო - 28 (17 გოლი, 11 საგოლე პასი).
  • ეიჯი კავაშიმამ (მეცი) ზედიზედ მესამე პენალტი აიღო ლიგა 1-ში.
  • "ლიონმა" ამ სეზონში 7 გოლი პენალტით გაუშვა. მეტი მხოლოდ "დიჟონის" "ანგარიშზეა".
  • "ლიონმა" ჟირონდაში მარცხით 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ლიგა 1. XXIII ტური
დიჟონი-რენი 2:1
გოლები: 1:0 ბალმონი (30), 1:1 სარი (41), 2:1 ტავარეში (65)

პსჟ-მონპელიე 4:0
გოლები: 1:0 კავანი (11), 2:0 ნეიმარი (40-პენ), 3:0 დი მარია (70), 4:0 ნეიმარი (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტ. სილვა (46. მარკინიოსი), კიმპემბე, კურზავა - დრაქსლერი (67. პასტორე), ლო სელსო, რაბიო (77. ნკუნკუ) - დი მარია, კავანი, ნეიმარი

ანჟერი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 კაპელი (6)

გენგამი-ნანტი 0:3
გოლები: 0:1 ტომასონი (61), 0:2 სალა (86-პენ), 0:3 ნგომი (93)

მეცი-ნიცა 2:1
გოლები: 1:0 რუ (50), 1:1 ბალოტელი (58), 2:1 რუ (62)
გაძევება: ლე მელუ (38. ნიცა)
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი (58. ნიცა)

სენტ ეტიენი-კაენი 2:1
გოლები: 0:1 როდელენი (11), 1:1 ნტეპი (35), 2:1 ბამბა (78)

ტულუზი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 სანოგო (11)

ლილი-სტრასბური 2:1
გოლები: 1:0 ელ-ღაზი (76), 1:1 საადი (78), 2:1 ედგარ იე (91)

ბორდო-ლიონი 3:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (22), 2:0 მალკომი (27-პენ), 3:0 ლაბორდი (45+1-პენ), 3:1 მარსელო (44)
გაძევება: ოტავიო (76)

მარსელი-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (4), 1:1 რამი (7), 2:1 ჟერმენი (47), 2:2 ფაბინიო (51)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - სანსონი, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე (84. ნ"ჟიე), ოკამპოსი (49. ზამბო ანგისა) - ჟერმენი (92. მიტროღლუ)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ტილემანსი, ფაბინიო - ღეზალი (69. რონი ლოპეში), ჟოაო მოუტინიო, ბ. კეიტა - ფალკაო

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 17 - ნეიმარი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა).

მომდევნო ტური
2 თებერვალი: მარსელი-მეცი
3 თებერვალი: ლილი-პსჟ, ამიენი-სენტ ეტიენი, მონპელიე-ანჟერი, ნიცა-ტულუზი, სტრასბური-ბორდო, ტრუა-დიჟონი
4 თებერვალი: რენი-გენგამი, კაენი-ნანტი, მონაკო-ლიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული