ნეიმარი ლიგა 1-ის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი ლიგა 1-ის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირის ხმების 50 პროცენტი დააგროვა.

ნეიმარმა დეკემბრის სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ნეიმარისთვის ეს პირველი მსგავსი ჯილდოა "ბარსელონადან" გადასვლის შემდეგ.

მეორე ადგილი "ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ (26%) დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი პსჟ-ის კიდევ ერთი ფორვარდი კილიან მბაპე (24) გავიდა.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული