რობერტო მანჩინი: პსჟ? რატომაც არა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პსჟ-ის შესახებ ისაუბრა.

იტალიელი დამრიგებლის თქმით, იგი პარიზელთა დამრიგებელი სიამოვნებით გახდებოდა.

"პსჟ? რატომაც არა. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ახლა მათი მწვრთნელი უნაი ემერია.

ესპანელი კარგი სპეციალისტია და საქმესაც კარგად ართმევს თავს.

სიმართლე გითხრათ, პარიზელებისგან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია, მაგრამ თუ ეს მომენტი დადგება, მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდები", - აღნიშნა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული