დი კამპლი: ვერავინ ვერ წაიყვანს ნეიმარს, ის ოქროს გალიაშია

AutoSharing Option
პსჟს-ს ნახევარმცველის მარკო ვერატის ყოფილმა აგენტმა დონატო დი კამპლიმ Tuttosport-ს განუცხადა, რომ ვერც "რეალი" და ვერც რომელიმე სხვა კლუბი ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას ვერ მოახერხებს:

"ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს ნეის "პარი სენ ჟერმენიდან" წაყვანას. ამ გუნდის ვერც სხვა წამყვან ფეხბურთელებს ვერ წაიყვანენ. ნეიმარი ერთგვარ ოქროს გალიაშია, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია, რამეთუ მათი კონტრაქტების გამოსყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია.

ისინი ყველანი მარიონეტულ ჩემპიონატში დარჩებიან, რომელსაც ლიგა 1 ჰქვია".
ასევე დაგაინტერესებთ