კილიან მბაპე: მადრიდის "რეალს" უარი ვუთხარი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მას მადრიდის "რეალში" გადასვლა შეეძლო.

"პსჟ-ში გადმოსვლამდე მოლაპარაკებებს მადრიდის "რეალთანაც" ვაწარმოებდი, თუმცა ეს ახლა უკვე წარსულია და ამაზე საუბარი აღარ ღირს, მე პსჟ ვარჩიე", - აღნიშნა მბაპემ.

19 წლის ფორვარდი პსჟ-მა 180 მილიონ ევროდ შეიძინა.

თავის გუნდში მისი ხილვა კი განსაკუთრებულად "სამეფო გუნდის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს სურდა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული