ევროპა ლიგაზე "ლიონმა" 16 წლის ნახევარმცველი ათამაშა

AutoSharing Option
"ლიონს" გარანტირებული ქონდა ევროპა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და უკანასკნელ ტურში "ატალანტასთან" ბერგამოში ჩატარებულ მატჩში (0:1) მეორე ტაიმში შეცვლაზე ნახევარმცველი ვილიამ ჟებელი შეუშვა, რომელიც 16 წლისა და 113 დღისაა. ეს ამ ტურნირის რეკორდია.

ვილიამი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში "დიჟონთან" 6 წუთი ითამაშა.

ჟებელი საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული