ლიგა 1. XV ტური: ვინ იქნება მეორე? [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთში წინასწარ ცნობილია, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მთავარი ინტრიგა ამ სეზონში მე-2 ადგილია. ამ პოზიციისთვის ფავორიტად ოთხი კლუბი მიიჩნევა: "ლიონი", "მონაკო", "მარსელი" და "ნანტი".

"ლიონი" მოულოდნელად დამარცხდა "ლილთან". აქტიური პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც სტუმრები 2:1-ს ამარცხებდნენ მასპინძლებს, უფერული მეორე ნახევარი ვიხილეთ, სადაც "ლიონმა" შეხვედრის შემოტრიალება ვერ შეძლო.

მშვენიერ ფორმაშია "მარსელი", რომელმაც "მეცი" სტუმრად 3:0 დაამარცხა და მე-2 პოზიციაზე გადავიდა.

მოულოდნელად დამარცხდა "მონაკო", რანიერის "ნანტმა" ამ დაპირისპირებაში ლიმას გოლით 91-ე წუთზე შეძლო სამი ქულის მოპოვება.

მორიგი მატჩი მოიგო პსჟ-მა. "ტრუა" 73-ე
წუთამდე უწევდა დედაქალაქელებს წინააღმდეგობას, თუმცა შემდეგ ჯერ ნეიმარმა გაიტანა და ედისონ კავანიმ ბოლო წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.



ლიგა 1. XV ტური
ანჟერი-რენი 1:2

გოლები: 1:0 ეკამბი (37), 1:1 უნუ (51), 1:2 ანდრე (84)

გენგამი-მონპელიე 0:0

ლიონი-ლილი 1:2

გოლები: 0:1 ტ. მენდეში (21), 1:1 მარიანო დიასი (36), 1:2 პონსე (40)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, დიაქაბი (53. იანგა-მბივა), ფ. მენდი (46. მარშალი) - ნდომბელე (46. კორნე), ტუსარი - ოარი, ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი
გამოუყენებელი პენალტი: ფეკირი (56)

მეცი-მარსელი 0:3
გოლები: 0:1 ტოვენი (18), 0:2 ლუის გუსტავო (36), 0:3 ოკამპოსი (71)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო (85. მ. ლოპესი) - ტოვენი (74. ჟერმენი), პაიე, ოკამპოსი - მიტროღლუ (63. ნ'ჟიე)

ნანტი-მონაკო 1:0
გოლი: 1:0 ლიმა (91)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ნ'დორამი, ფაბინიო - ღეზალი (77. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო (85. კარილიო), რონი ლოპეში (64. ბ. კეიტა) - ფალკაო

ტულუზი-ნიცა 1:2
გოლები: 1:0 დელორი (3), 1:1 ბალოტელი (80-პენ), 1:2 სრარფი (91)
გაძევება: დანტე (40. ნიცა), ადუ (79. ტულუზი)
გამოუყენებელი პენალტი: დურმაზი (50. ტულუზი)

პსჟ-ტრუა 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (73), 2:0 კავანი (90)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, ლო სელსო (70. რაბიო), პასტორე (88. ნკუნკუ) - დი მარია (70. მბაპე), კავანი, ნეიმარი
გამოუყენებელი პენალტი: კავანი (41)

ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), მარიანო დიასი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი).

მომდევნო ტური
1-ლი დეკემბერი: დიჟონი-ბორდო;

2 დეკემბერი: სტრასბური-პსჟ, ლილი-ტულუზი, მონაკო-ანჟერი, ნიცა-მეცი, რენი-ამიენი, ტრუა-გენგამი;

3 დეკემბერი: სტ. ეტიენი-ნანტი, კაენი-ლიონი, მონპელიე-მარსელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული