"პარიზიენის" ცნობით, პსჟ-ს ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა საფრანგეთის დედაქალაქის პრესტიჟულ ბუგივალის რაიონში ხუთსართულიანი სახლი დატოვა, რადგან აბეზარი ჟურნალისტები და გულშემატკივრები არ ასვენებდნენ, ზოგიერთი კი მის სანახავად 1.7-მეტრიან ღობეზეც კი ძვრებოდა.
სად დასახლდა ნეიმარი, რა თქმა უნდა, არ იტყობინებიან.