კლაუდიო რანიერი: რომ შემეძლოს, პსჟ-სთან მატჩში ორ ავტობუსს ჩავაყენებდი კარში

AutoSharing Option
18 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ნანტი" პარიზში ერთპიროვნულ ლიდერს პსჟ-ს ხვდება.

"ნანტის" მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ შეხვედრის წინ შემდეგი განაცხადა:"რომ შემეძლოს, მოედანზე 22 ფეხბურთელს გავიყვანდი და კარში 2 ავტობუსს ჩავაყენებდი. თუმცა, "მონპელიე" ხუთი მცველით ეთამაშა და უგოლო ფრე გაუგორა. ყველაფერია შესაძლებელი.

ხუმრობას თავს დავანებებ. მინდა, ჩემმა გუნდმა მშვიდად ითამაშოს. ვიცი, შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ უნდა მოვინდომოთ და ის თვისებები გამოვავლინოთ, რომელთა დამსახურებითაც ამ სეზონში წარმატებულად ვასპარეზობთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული