"ფიგარო" იტყობინება, რომ "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ერთი თვის წინ მიღებული მუხლქვეშა მყესის ტრავმა მოირჩინა და დღეს, საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ამიენთან" ითამაშებს.
მან ამ სეზონში ქვეყნის პირველობის 9 მატჩში 13 გოლი გაიტანა და პსჟ-ს ფორვარდ ედინსონ კავანისთან ერთად ტურნირის თანაბომბარდირია.