Diario Sport - ნეიმარი სიმულანტია

AutoSharing Option
ნამეტანს ჭირვეულობს პსჟ-ში თავდამსხმელი ნეიმარი. გუშინ გაუწყეთ, რომ მწვრთნელთან უნაი ემერისთან მთლად კარგი ურთიერთობა არა აქვს, ადრე კი თანაგუნდელ ედინსონ კავანისთან ქონდა მცირე კონფლიქტი. მისი პრივილიგირებულობა ფეხბურთელებს არ მოსწონთ, მაგრამ რას იზამენ?

Diario Sport-ი ირწმუნება, რომ ნეის არ უნდოდა საფრანგეთის ჩემპიონატზე პროვინციულ "ანჟესთან" გასვლაზე თამაში და ტრავმა მოიმიზეზა, ახლა კი ბრაზილიის ნაკრებში საღსალამათი ყველაზე დიდხანს და ხალისიანად ვარჯიშობს და ტრავმა საერთოდ არა აქვს...

მისი ტრავმის თაობაზე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაც არაფერს არ იუწყება.

გალთა პირველობის 8 მატჩში ბრაზილიელმა 7 გოლი გაიტანა
(1 თერთმეტმეტრიანით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები: