Diario Sport - ნეიმარი სიმულანტია

AutoSharing Option
ნამეტანს ჭირვეულობს პსჟ-ში თავდამსხმელი ნეიმარი. გუშინ გაუწყეთ, რომ მწვრთნელთან უნაი ემერისთან მთლად კარგი ურთიერთობა არა აქვს, ადრე კი თანაგუნდელ ედინსონ კავანისთან ქონდა მცირე კონფლიქტი. მისი პრივილიგირებულობა ფეხბურთელებს არ მოსწონთ, მაგრამ რას იზამენ?

Diario Sport-ი ირწმუნება, რომ ნეის არ უნდოდა საფრანგეთის ჩემპიონატზე პროვინციულ "ანჟესთან" გასვლაზე თამაში და ტრავმა მოიმიზეზა, ახლა კი ბრაზილიის ნაკრებში საღსალამათი ყველაზე დიდხანს და ხალისიანად ვარჯიშობს და ტრავმა საერთოდ არა აქვს...

მისი ტრავმის თაობაზე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაც არაფერს არ იუწყება.

გალთა პირველობის 8 მატჩში ბრაზილიელმა 7 გოლი გაიტანა
(1 თერთმეტმეტრიანით) და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი 222 მილიონი კი არა 100 მილიონიც მენანება ნეიმარში ნუ გაიყიდა გაიყიდა რეალმა რომ იყიდოს სამუდამოდ შევეშვები რეალის გულშემატკივრობას.იმენა ჟონგლიორია არ მევასება რა
ზურიკო
12:51 09-11-2017
3
ეტყობა ნეიმარს რეალი მართლა ეჩალიჩება, ან კიდევ სხვა გუნდი და უკეთეს პირობებს სთავაზობენ. ხოდა ჭირვეულობს, რომ გაყიდონ. თავის დროზე ზიდანიც ეგრე იყო, როდესაც რეალში გადადიოდა იუვედან.
არჩილ
11:05 09-11-2017
0

სიახლეები პოპულარული