ფეკირმა გოლი მესის სტილში აღნიშნა, შემდეგ კი განრისხებულ ფანებს გაექცა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ლიონი" სტუმრად 4:0-ს უგებდა "სენტ ეტიენს", 84-ე წუთზე მეხუთე გოლი თავდამსხმელმა ნაბილ ფეკირმა გაიტანა, დუბლი მიითვალა, მასპინძელთა ფანების გასაღიზიანებლად ტრიბუნასთან მიირბინა და გოლი ლეო მესის სტილში აღნიშნა.

ისედაც გამწარებული გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და "ლიონის" ფეხბურთელებმა ძლივს გაასწრეს გასახდელში. მატჩი 40 წუთით შეწყდა და როდესაც პოლიციამ წესრიგი დაამყარა, უმაყურებლოდ ჩამთავრდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული