დეშამმა ბენზემას ნაკრებში დაბრუნება გამორიცხა

AutoSharing Option
ორიოდ დღის წინ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მუნდიალზე ასპარეზობა ნებისმიერ ფეხბურთელს სურს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გალთა ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა:"გაზეთებს არ ვკითხულობ და არ ვიცი რა თქვა ბენზემამ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. თქვენ იცით, რასაც ვფიქრობ მასზე, ჯერ აზრი არ შემიცვლია. ეს გადაწყვეტილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული