საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს დეშამს კონტრაქტი გაუგრძელეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ძალიან კმაყოფილია ეროვნული გუნდის ასპარეზობით და მის თავკაცს დიდიე დეშამს შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე, ანუ ევროპირველობის ბოლომდე გაუგრძელა.

დეშამმა გალთა გუნდი 2012 წელს ლორან ბლანისგან გადაიბარა, მისი ხელმძღვანელობით ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან გერმანიასთან 0:1 წააგო, 2016 წლის ევროპირველობაზე ფინალში დამატებით დროში პორტუგალიასთან დამარცხდა და მომავალ წელს რუსეთში ჩასატარებელი მუნდიალის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული