ლიგა 1. XI ტური: ნეიმარისა და ბალოტელის გარეშე?

AutoSharing Option
"პარკ დე პრენსზე" ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა - "პარი სენ-ჟერმენი" "ნიცას" მასპინძლობს.

ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორ ითამაშებს მარიო ბალოტელი დედაქალაქში, მაგრამ შესაძლოა, ის სულაც ვერ ვიხილოთ, რადგან მისი თამაში ტრავმის გამო საეჭვოა.

სამაგიეროდ, "ნიცას" ძირითადში ვიხილავთ ვესლი სნეიდერს. დედაქალაქელებს არ ეყოლებათ ნეიმარი. ბრაზილიელმა მარსელში, "კლასიკზე" წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. მას ბუნებრივი შემცვლელი ჰყავს სასტარტოში - იულიან დრაქსლერი.

სწორედ გერმანელი შეუწყვილდება კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის. პსჟ-ს ტიაგო მოტა დაუშავდა, საეჭვოა დანი ალვეშისა და თომას მონიეს თამაშიც.

ფაქტები
  • ლიგა 1-ში პსჟ-ს უკვე
    28 თამაშია, შინ არ წაუგია.
  • "ნიცამ" თავისი ბოლო სამი მატჩი დათმო.
  • პსჟ-ს შინ "ნიცასთან" ბოლო 8 მატჩია, არ წაუგია.
  • "ნიცა" ბოლო 4 ტურში, სულ მცირე, ორ გოლს უშვებს.
  • "მონაკოს" ბოლო 30 ტურიდან 28-ში არ წაუგია.

ლიგა 1. XI ტური
პარასკევი, 27 ოქტომბერი
პსჟ-ნიცა 22:45

შაბათი, 28 ოქტომბერი
ბორდო-მონაკო 19:00
კაენი-ტრუა 22:00
დიჟონი-ნანტი 22:00
გენგამი-ამიენი 22:00
მონპელიე-რენი 22:00
სტრასბური-ანჟერი 22:00

კვირა, 29 ოქტომბერი
ლიონი-მეცი 18:00
ტულუზი-სენტ ეტიენი 20:00
ლილი-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 8 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული