ნეიმარს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "მარსელთან" შეხვედრაში პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა წააქცია მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლუკას ოკამპოსი, თუმცა ამ უკანასკნელმა მომენტი გააფორმა. ნეიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, ხოლო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა და კიდევ ერთი თამაშით პირობითადაა დისკვალიფიცირებული.

ასევე ერთ შეხვედრას გამოტოვებს 23 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ოკამპოსი.

საერთოდ კი უნდა ითქვას, იმ მატჩში "მარსელის" ფეხბურთელები ნეიმარის პროვოცირებას და მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდნენ და გამოუვიდათ კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული