ტომას მენე ნეიმარსა და კილიან მბაპეს გაეღადავა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში პსჟ-მ გაჭირვებით დაამარცხა გასვლაზე "დიჟონი" 2:1-ზე. ნეიმარმა და კილიან მბაპემ შეუცვლელად ითამაშეს, ედინსონ კავანი განაცხადში არ ყოფილა, დუბლი კი მცველმა ტომას მენემ შეასრულა, რომელმაც გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა.

მენემ ნამატჩევს ნეიმარსა და მბაპეს ხუმრობით უთხრა, ჩემს ტრანსფერში ოდენ 6 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო თქვენში  400 მილიონი და ხომ ნახეთ, ვინ უფრო სასარგებლოაო.

ცნობისათვის, 26 წლის ბელგიელი მენე "პარი სენ ჟერმენმა" შარშან ზაფხულში "ბრიუგესგან" არა 6 მილიონად, არამედ 7 მილიონად შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული