პსჟ მზადაა, დავიდ დე ხეაში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს" ძალიან უნდა მსოფლიო დონის მეკარის შეძენა.

ამიტომაც უნაი ემერის გუნდი დაინტერესდა "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეათი. პარიზელებმა დაგეგმეს 2018 წელს ესპანელის 100 მილიონ ევროდ შეძენა.

ეს საკითხი მართლაც აქტუალურია, რადგან "ატლეტიკოდან" იან ობლაკის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ პსჟ 2017-18 წლების სეზონში ტოპ-მეკარის გარეშე დარჩა.

Sportwitness-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" შეეცდება, სწორედ დე ხეა იყიდოს, რადგან მისი კონტრაქტი "მანჩესტერთან" 2019 წლის ზაფხულში იწურება და 100 მილიონი ევრო საკმარისი თანხა იქნება გარიგების განსახორციელებლად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული