დანი ალვეში პსჟ-ში სეზონში 8.4 მილიონს იღებს

AutoSharing Option
"პარიზიენი" იტყობინება, რომ ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში" აპირებდა გადასვლას, მაგრამ "პარი სენ ჟერმენმა" უკეთესი ხელფასი შესთავაზა და არჩევანი პარიზელთა სასარგებლოდ გააკეთა.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, დანიელმა გვარიანი ბონუსიც" მიიღო და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 700 ათას ევროს შეადგენს, ანუ წელიწადში 8.4 მილიონს იღებს.

ცნობისათვის, ნეიმარს ალვეშზე ოთხჯერ უფრო დიდი ანაზღაურება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული