ლიგა 1. VIII ტური: მბაპე-კავანი-ნეიმარს ვერავინ აჩერებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თუ ნეიმარი მოედანზეა, "პარი სენ-ჟერმენი" კვლავ არცერთ მეტოქეს არ იმჩნევს. დედაქალაქელებმა, ამჯერად, "ბორდო" გაანადგურეს, რომელსაც, აქამდე, წაგება არ ჰქონდა და ახლა, წაგების გრაფაში ნული მხოლოდ პსჟ-ს უწერია.

პარიზში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები უკვე 5:1 იგებდნენ. ანგარიში ნეიმარის უნაკლო საჯარიმო დარტყმით გაიხსნა, რასაც, მალევე, მბაპე-ნეიმარი-ცავანის კომბინაცია და ურუგვაელის გოლი მოჰყვა. პირველივე ტაიმში, კავანიმ ნეიმარს თერთმეტმეტრიანი დაარტყმევინა, შესვენების შემდეგ კი, თავი მბაპემაც გამოიჩინა. პსჟ-ს ვარსკვლავური შემტევი სამეულის მონაგარი ასეთია: ნეიმარი - 2 გოლი, 1 საგოლე პასი; მბაპე -
1 გოლი, 1 საგოლე პასი; კავანი - 1 გოლი.

პსჟ-ბორდო 6:2
პსჟ
: არეოლა, მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერჩიჩე, ვერატი (ნკუნკუ 79), რაბიო (ლო სელსო 70), მბაპე, დრაქსლერი, ნეიმარი, კავანი (დი მარია 61)
გოლები: 1:0 ნეიმარი 5, 2:0 კავანი 12, 3:0 მონიე 21, 3:1 სანკარე 31,  4:1 ნეიმარი 40 (პენ), 5:1 დრაქსლერი 45, 6:1 მბაპე 58, 6:2 მალკომი 90 (პენ)

ამიენი-ლილი შეწყდა

დიჟონი-სტრასბური 1:1
გოლები
: 1:0 ჩან-ჰონი 78, 1:1 ტერიე 90+1

გენგამი-ტულუზი 1:1
გოლები
: 1:0 ტურამი 1, 1:1 სომალია 40

ნანტი-მეცი 1:0
გოლი
: 1:0 სალა 3

რენი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 ბენსებაინი 34 (ს.კ.)


კვირა, 1 ოქტომბერი
ტრუა-სენტ ეტიენი 17:00
ანჟერი-ლიონი 19:00
ნიცა-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - ნეიმარი; 5 - მარიანიო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული