ნეიმარის ხელფასი: დღეში 100 ათასი

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ხელფასის ოდენობა. Football Leaks-ის მიმომხილველებმა გაარკვიეს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის ნეიმარის ხელფასი თვეში 3 მილიონ ევროს აღემატება.

ზუსტი თანხა არის 3 069 520 ევრო, რაც შეესაბამება თვეში 37 მილიონს ან დღეში 100 ათას ევროზე მეტს.

გამოცემა ასევე აზუსტებს, რომ დამატებითი პრემიისა და სპეციალური ბონუსების წყალობით, ნეიმარის შემოსავალი წელიწადში 57 მილიონ ევრომდე ადის (150 ათას ევროზე მეტი დღეში).

ფეხბურთელებს შორის უფრო მეტს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ იღებს, რომელსაც ბონუსებთან ერთად 58 მილიონი ევრო აქვს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული