ლიგა 1. VII ტური: პსჟ-მ ნეიმარის გარეშე წაიბორძიკა [VIDEO]

AutoSharing Option
23 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის VII ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტზე ექვსივე მატჩის მოგების შემდეგ პსჟ-მ, რომელსაც მცირე ტრავმის გამო თავდამსხმელი ნეიმარი ვერ დაეხმარა, გასვლაზე ვერ მოახერხა მე-12 ადგილზე მყოფი "მონპელიეს" დამარცხება და ფრეს, 0:0-ს დასჯერდა.

არადა, პარიზელები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით ვერ მოახერხეს და ახლა  "მონაკოს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა "ლიონისა" და "დიჟონის" შეხვედრაში (3:3). მასპინძელთა გუნდში 84-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა 16 წლის ფორვარდი ვილემ ჟაბელი, რომელიც ამ
საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, ვინაც საფრანგეთის პირველობაზე ითამაშა.


მონპელიე-პსჟ 0:0



ლიონი-დიჟონი 3:3



ბორდო-გენგამი 3:1



კაენი-ამიენი 1:0



მეცი-ტრუა 0:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული