ნეიმარი დღეში 100 ათას ევროზე მეტს იღებს და ხუთსართულიანი სახლი შეიძინა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის კონტრაქტის ფინანსური დეტალები. მისი ყოველთვიური გასამრჯელო 3 069 520 ევროა, ანუ დღეში 100 ათასზე მეტს იღებს.

ნეიმ პარიზთან ახლოს ძვირფასი ვილა იქირავა, რომელშიც ყოველდღე 14 ათასს იხდის, ოღონდ იქ დიდხანს არ იცხოვრებს, რადგან პრესტიჟულ რაიონ ბუგივალში 7 მილიონ ევროდ ხუთსართულიანი სახლი იყიდა და მალე გადაბარგდება.
ტეგები: