Calciomercato: ალვეშმა კავანი და ნეიმარი შეარიგა

AutoSharing Option
იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, ნეიმარსა და ედინსონ კავანის შორის კონფლიქტი იმ თანაგუნდელმა აღმოფხვრა, რომელსაც მის წარმოშობას უკავშირებენ - დანი ალვეშმა.

აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, ბრაზილიელმა თანაგუნდელი და ურუგვაელი სადილზე დაპატიჟა, რომლის დროსაც, ფეხბურთელებმა საერთო ენა გამონახეს, მოგვიანებით კი, ნეიმარმა მთელ გუნდს ბოდიში მოუხადა.

ლიგა ერთის გასულ ტურში, "ლიონთან" მატჩის დროს, ალვეშმა კავანის ჯარიმა არ დაარტყმევინა და ბურთი ნეიმარს მისცა. იმავე შეხვედრაში კავანიმ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება არ დაუთმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული