ნეიმარმა ლონდონში ჰემილტონთან და მოდელებთან ერთად ისადილა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ პსჟ-ს ფორვარდების ნეიმარისა და ედინსონ კავანის კონფლიქტზე გააკეთა კომენტარი:

„ნეიმარი დიდი ვარსკვლავია, მოგებული აქვს ჩეემპიონთა ლიგა და პრიმერა. მაგარი ფეხბურთელია და გუნდის მწვრთნელი გახდება. არა იმიტომ, რომ "პარი სენ ჟერმენმა“ მის ტრანსფერში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, არამედ რადგან მწვრთნელი ემერი საქმეში არ ჩაერია.
თუ ასე გაგრძელდა, ნეი მალე ვარჯიშებს ჩაატარებს და შემადგენლობასაც დააყენებს“.

ნეიმარს კი დიუგარის და მისთანების აზრი ნაკლებად აინტერესებს, გუშინ ლონდონში ფორმულა 1-ის პილოტთან ლუის ჰემილტონთან ერთად Victoria's Secret-ის მოდელებთან წვეულებაზე იმყოფებოდა,
მათთან ისადილა და ინსტაგრამზე დაწერა, ჰემილტონი ჩემი ძმაა სხვა დედისგანო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული