ბურთს ყველაზე ხშირად ნეიმარს ართმევენ

AutoSharing Option
ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ბურთს ყველაზე ხშირად ისტორიაში უძვირეს მოთამაშეს, ნეიმარს ართმევენ. ამ ინფორმაციას WhoScored-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავს ბურთი 23-ჯერ აართვეს, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თუმცა, ამას ნეიმარისთვის ხელი არ შეუშლია, პსჟ-ის მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაეტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გაეკეთებინა.
ტეგები: